დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან, ღამით, სოფელ ქვემო ქედში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ფორდის მარკის ავტომობილი, ჯებირს შეეჯახა,რის შედეგადაც ავტომანქანის ორივე მგზავრი გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ შემთხვევაზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა.