ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ქედაში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები