გურიის გუბერნატორი ახალ წელს სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან ერთად შეხვდა

ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულსა და თქვენი სურვილების ასრულებას, – ასე მიულოცა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ
პატარებს ახალი წელი და 2020 წლის დადგომა მათთან ერთად აღნიშნა.
მხარის რწმუნებულმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს ახალი წლის შემობრძანება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა და რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმაც მიულოცეს და 2020 წლის დადგომა მათთან ერთად აღნიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები