ხულოს მერი თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო!
გულითადად გილოცავთ ახალი 2020 წლის შემობრძანებას!
ეს წელი, მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ოჯახებისათვის!
2019 წელი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ წელს, ბევრი საინტერესო და კარგი პროექტი განხორციელდა ხულოში. თუმცა, რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომითა და ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომით ყველა გამოწვევა და პრობლემური საკითხი იქნება გადაწყვეტილი ხალხისა და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.
მე გპირდებით, რომ ჩვენ, გუნდთან ერთად 2020 წელს, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში. 2020 წელს, იქნება ხულოში ბევრი ახალი და საინტერესო პროგრამები და პროექტები: ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და სოცილაური მიმართულებით. რითაც მიიღებს სარგებელს თვითოეული ჩვენი მოქალაქე და ხულოში ამოსული სტუმარი.
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ახალი 2020 წელი! გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა!”- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.