ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მწერლის, მთარგმნელის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.
ზვიად გამსახურდიას ხსოვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს და ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. ის 1973-1990 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1991-1992 წლებში კი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ. ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველი ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების რამდენიმე ვერსია არსებობს.