თბილისის მერია: პარლამენტთან საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტებს წინასწარ მიეწოდათ

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილის მოწყობის შესახებ აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია.

„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟის გამო, ღამით აიღო.

​რასაც ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების პროტესტი მოჰყვა. მათ კარვების გაშლა თავიდან სცადეს.

შსს-ს ცნობით, ​დაპირისპირების დროს 9 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები