პირველი იანვრიდან 114 ათასამდე შშმ პირი გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

პირველი იანვრიდან 114 ათასამდე შშმ პირი გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის” სამინისტროს ცნობით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით.
აღნიშნული ცვლილება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე) შეეხება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

“ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა დაახლოებით 35 მლნ. ლარია. პროექტი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას საპენსიო ასაკის მქონე პირები მიიღებენ. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება. ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები