ხულოში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა

დღეს, დაბა ხულოს ი. ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა.

“ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ხულოსთვის და მთლიანად საქართველოსთვის. მე გპირდებით, რომ 2020 წელი იქნება ბევრი წარმატების, სიკეთის მომტანი წელი თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

საახალწლო ღონისძიებები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები