წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
31 დეკემბერს და 2020 წლის 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში თოვლი ახალი წლის ღამეს ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ 3 სმ შეადგინა. ბათუმში კი 1993 წელს, აქაც თოვლის საფარის სიმაღლე 3 სმ იყო.