ნათია თურნავა: იმპორტირებული ელექტროენერგიის 60 % აზერბაიჯანზე მოდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 60 % აზერბაიჯანზე მოდის.

თურნავას თქმით, დარჩენილი 40 % საქართველოს რუსეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს.

„ენერგეტიკის ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე და კონკურენტულია რეგიონში. ახლო მომავლაში რაიმე ცვლილებები სატარიფო პოლიტიკაში არ იგეგმება“, -აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ – ნოემბერში საქართველომ 1415,98 მლნ.კილოვატ საათის ელექტროენერგია შეიძინა. ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 60 %-ს გადააჭარბა და 904,006 მლნ.კილოვატ საათს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები