ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტის სასამართლო პროცესი გაიმართა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტის გაგი ახალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილებას მოსამართლე 30 დეკემბერს მიიღებს. გაგი ახალაძე 11 დეკემბერს ქუთაისის მთავარ ნაძვის ხეზე მთავრობის ფოტოების დაკიდების მცდელობისთვის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოების განთავსებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა.
“დღეს განიხილეს ჩვენი საქმე და კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო ბრალმდებელმა მხარემ თავი. იმედი მაქვს, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, თბილისში უკვე შეიქმნა კომიკური პრეცედენტი ლობიოს საქმეზე და ახლა ბუჩქების საქმეს ნუ შექმნიან ძალიან ვთხოვ და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ”, – აღნიშნა გაგი ახალაძემ.
ახალაძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და ჯარიმის დაკისრება არაკანონიერი იქნება.
“გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო, მიზეზად ნორმის მოცემულულ შემთხვევაში განმარტებაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ ბატონი გაგის ქმედება მთლიანად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ვფუქრობთ, რომ მას არ უნდა დაეკისროს ჯარიმა”, – განაცხადა ზვიად ცირეკიძემ.