გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ტრენინგი ჩაუტარდათ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისათვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ტრენინგი – “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი ორგანიზების/განხორციელების თავისებურებები” – გაიმართა.
ტრენინგის მიზანს ცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის პროფესიული კურსების აკრედიტაციის პროცესისათვის საჭირო პროცედურების გაცნობა წარმოადგენდა. ტრენინგის შემდეგ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ისეთი პროფესიული პროგრამების აკრედიტაციის პროცესზე, რომლის დეფიციტსაც როგორც აგრარული ისე გარემოსდაცვითი სფერო განიცდის.