ბაქოში British Airways-ის თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა
ავიაკომპანია British Airways-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ВС Boeing B787-8 Dreamliner, რომელიც რეისს ლონდონიდან-ისლამაბადში ასრულებდა, ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
როგორც აზერბაიჯანულ მედიას აეროპორტში განუცხადეს, ამის მიზეზად ისლამაბადის აეროპორტთან ძლიერი ნისლის არსებობა დასახელდა.
ამჟამად, რეისის მგზავრები ჰეიდარ ალიევის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში არიან განთავსებული.