ალმა-ატასთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ალმა-ატასთან, Bek Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
როგორც მედიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ტლეუხან აბილდაევმა განუცხადა, საავადმყოფოში 66 დაშავებულია მოთავსებული, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. ჰოსპიტალიზირებულთა შორის 8 ბავშვია.
სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ 95 ადამიანი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ნურ-სულთანიდან გამოფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, ორსართულიან შენობას დაეჯახა და საცხოვრებელ სექტორში დაიშალა. ავიაკატასტროფას ხანძარი არ მოჰყოლია.
მომხდარის შემდეგ ყაზახეთში Fokker-100-ის ფრენები და Bek Air-ის მუშაობა შეაჩერეს.
ალმა-ატას აეროპორტი მუშაობას აგრძელებს. ქალაქის მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.