სარეკლამო კომპანია “პანდა”: “ნაცმოძრაობის” მიმართ პროტესტის გამო 51-ე სკოლის დირექტორმა – ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ლაგვილავამ დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა, ვერ დაშალა იდეა

მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით “ქართული ოცნების” სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, – ამის შესახებ სარეკლამო კომპანია “პანდა” თავის მიმართვაში ამბობს.

“პანდას” თქმით, “ნაცმოძრაობის” მიმართ პროტესტის გამო 51-ე სკოლის დირექტორმა – ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ლაგვილავამ მათი კლასი დაშალა, თუმცა ვერ დაშალა იდეა.

“იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. “ფეისბუქი” გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბრობს ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე, დიახ ჩვენ, ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით “ქართული ოცნების” სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გჯვერა იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები, რომელიც 51-ე სკოლაში ჩვენმა კლასმა გამოვიარეთ მომავალში არცერთმა ადამიანმა აღარ იგრძნოს. ისტორია ასეთია – მერვე კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავაგზავნეთ პლაკატი. მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და დიქტატურას ვაკრიტიკებდით. მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი. იმავე დღეს ჩვენი მეგობრის მამა სახელწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ ჩვენი დაჭერით. 51 – ე სკოლის დირექტორმა – ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ლაგვილავამ- დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა, ვერ დაშალა იდეა, რომელსაც დღემდე ვემსახურებით. დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძვნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ.”- ნათქვამია “პანდას” მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

„ფეისბუკმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წაშალა ასზე მეტი ქართული გვერდი, რომელთა უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“, იყო დაკავშირებული.

სარეკლამო სააგენტო „პანდა“ ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა მანამდე საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი მუსიკალური პროექტით იყო. მათ ჰქონდათ მუსიკალური ჯგუფი, რომლის რამდენიმე ვიდეოკლიპმაც იუთუბიზე მილიონობით ნახვა მოაგროვა. მოგვიანებით „პანდა“ სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები