თაია მახარაშვილი: ურთიერთზიზღის რაღაცნაირი ვირუსი შეგვეყარა და ეპიდემიად ვრცელდება

ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებელი თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებაში ურთიერთზიზღის ვირუსია და ეპიდემიად ვრცელდება.

“ძალიან საინტერესოდ ვითარდება ჩვენი ორპოლუსიანობის და გახლეჩილობის ისტორია. მხოლოდ ბოლო ორ შეფასებაზე ვიტყვი:
1. თუ ბავშვის ამბავში მხოლოდ პოლიციას ადანაშაულებ, “ნაცი” ხარ, ხოლო თუ სკოლას – “ქოცი”. თუ ორივესთან გაქვს კითხვები – ერორი ერთვება შემფასებლებს;
2. თუ ნაძვის ხე მოგწონს – “ქოცი” ხარ, თუ არა – “ნაცი”. თუ ვთქვათ, ქალაქის საახალწლო მორთულობა მოგწონს, მაგრამ ნაძვის ხე არა – მანდაც ერორი ირთვება.
არადა, ლევან ასათიანი ამბობდა, ამბივალენტური ერი ვართო. სხვებიც რაღაც-რაღაცებს ამბობდნენ, მაგრამ ასე რადიკალური და ცალსახაო, არავის უთქვამს. ვიშვიროთ თითები ერთმანეთისკენ ასე “უპრაგონოდ” და ვიყოთ-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ მგონი ურთიერთზიზღის რაღაცნაირი ვირუსი შეგვეყარა და ეპიდემიად ვრცელდება. ზომბი აპოკალიფსის კიდევ ერთი ვერსია გვაქვს ლოკალურად, წილხვედრში”, – წერს თაია მახარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები