6 მილიონი ლარის ნარკოტიკი და უპრეცედენტო სპეცოპერაცია – “რეგიონულმა კვირამ” საქმის ახალი დეტალები გაარკვია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინა.
“რეგიონულმა კვირა” აჭარაში დანაშაულებრივი ჯგუფის ორი მისამართზე მივიდა და დეტალების გარკვევას ადგილზე ეცადა. ერთ-ერთი ლოკაცია ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ბინა იყო. როგორც ირკვევა, აქ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, რუსი მარტო ცხოვრობდა. ისინი “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, რომ მამაკაცი მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მასთან ერთად სხვა პირები არ შეუნიშნავთ. მათი თქმით, უცხოელის ბინიდან არც საეჭვო ხმაური ან სუნი შეუნიშნავთ.
მეორე ადგილი რომელსაც “რეგიონულმა კვირამ” მიაგნო სოფელი განთიადია. კერძო სახლი, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ზაფხულობით ტურისტებზე ქირავდებოდა. სახლის მეპატრონეს არ იცნობენ. ნარკოტიკების დამზადებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია მეზობლებმა მედიის საშუალებით შეიტყვეს.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი დააკავა.
ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.
ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.
აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.