მინსკში დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, რომელიც რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციას ეწინააღმდეგება

ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „ბელარუსის ქრისტიანული დემოკრატიის“თანათავმჯდომარე პაველ სევერინეცი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველი ცენტრის „ვესნას“ ინფორმაციით, დღეს სევერინეცის სასამართლო გაიმართა, მას ბრალად ედება 7 დეკემბერს გამართული აქციის ორგანიზება, რომელიც რუსეთთან ბელარუსის ინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მოგვიანებით პოლიტიკოსის მეუღლემ განაცხადა, რომ სასამართლომ პოლიტიკოსი დააჯარიმა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

დღეს, მინსკში აქციაზე დაკავებული ადამიანების სასამართლოები მიმდინარეობს, რომელთა უმრავლესობას, ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის საწინააღმდეგო უკვე 4 აქცია გაიმართა, რომლებიც ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მორიგი აქცია 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები