გიორგი მიქაუტაძე: არ ვფიქრობ, რომ მოსამართლის სარგო და დანამატი განსაკუთრებული საკითხი იყოს, დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, პარალელები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან გააკეთონ

არ ვფიქრობ, რომ მოსამართლის სარგო და დანამატი განსაკუთრებული საკითხი იყოს, დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, პარალელები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან გააკეთონ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა დანამატები დატვირთვიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„მოსამართლის ხელფასი დღეს მოქმედი კანონის თანახმად არის ორკომპონენტიანი და ის შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისაგან. შესაბამისად, აქ პრემიაზე და წახალისებაზე არ არის საუბარი. იმ გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე, რაც დღეს სასამართლოებს აქვს, რომ არასაკმარისია მოსამართლეთა რაოდენობა და გონივრულზე ბევრად მეტი საქმე აქვთ განსახილველი, ეს სადავო ნამდვილად არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს დანამატს და ეს დანამატი არის ყოველთვიური, ანუ ხელფასის კომპონენტად არის. შესაძლებელია, ეს იყოს უფრო მეტი გაზრდილი დატვირთვიდან გამომდინარე. თუმცა, ეს არ არის პრემია და ყველა მოსამართლეს ინსტანციების მიხედვით აქვს აბსოლუტურად თანაბრად მიღებული ეს დანამატები. პრემიები განისაზღვრება სასამართლოში დასაქმებული მოხელეებისთვის და ესეც არის ინდივიდუალურად მიღებული უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი დასაბუთებული კანონის თანახმად. არ ვფიქრობ, რომ ეს არის განსაკუთრებული საკითხი და ვურჩევდი დაინტერესებულ პირებს, გააკეთონ პარალელები სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლე უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელე და შესაბამისად, თუ გააკეთებთ სწორ პარალელებს სხვა საჯარო სამსახურებთან დაინახავთ, რომ ჩამორჩება მოსამართლის ანაზღაურება სხვადასხვა საჯარო სამსახურების ანაზღაურებას“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები