ბაღდათის მერმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის უმწეოთა, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ გიორგიძემ, დეპუტატებთან და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათი გადასცეს.
დღესვე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის განყოფილების წარმომადგენლებმა, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, დამდეგი 2020 წელი ტკბილეულით მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები