სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ანგარიშის წარდგენა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო 

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ანგარიშის წარდგენა პროტესტის ფონზე დაიწყო.

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვლეს” წევრებმა ზუგდიდის ტექნოპარკთან პარკით კაკალი და თხილი მიიტანეს.

“შეცვალეს” წევრებს სახელმწიფო რწმუნებულისთვის პარკების გადაცემა უნდოდათ, თუმცა ამის საშუალება მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

შეხვედრის დაწყებამდე, აქციის მონაწილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ რამოდენიმეჯერ შესთავაზა წლიურ ანგარიშშს დასწრებოდნენ და სასურველი კითხვები გუბერნატორისთვის თავად დაესვათ, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიამ, წლიური ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე, გუბერნატორმა 2019 წელს განხორციელებული და 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები