შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები კასპის მოსახლეობას შეხვდნენ
გორის რაიონული პროკურატურის ორგანიზებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორის რაიონული პროკურატურისა და შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები კასპის მოსახლეობას შეხვდნენ.
“შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა ოჯახში ძალადობისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების თაობაზე. შეხვედრის დასასრულს, ინტერაქტიულ რეჟიმში, გაიმართა დისკუსია და პროკურატურის წარმომადგენლებმა უპასუხეს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს”,- ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.