ალექსეი ნავალნი დააკავეს
მოსკოვში, კორუფციასთან ბრძოლის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის შედეგად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ნავალნის პრეს-მდივანი კირა იარმიში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნავალნის ოთახის კარი შეამტვრიეს.
ამჟამად ოფისში იურისტი ლიუბოვ სობოლი იმყოფება, თუმცა ის კავშირზე არ გადის.
გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა „ნავალნი Live“-ის YouTube- არხის სტუდიაშიც.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლის ლეონიდ ვოლკოვის ინფორმაციით, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ფონდს საბანკო ბარათი, რომელზეც შემოწირულობები ირიცხება, დაბლოკილია.