მტირალას პარკთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირი არასრულწლოვანია
აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირი არასრულწლოვანია.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ავტომობილი ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ყველა მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხუთივე დაღუპულის ცხედარი ხრამიდან უკვე ამოიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.