უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობით, დასრულდა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის პროგრამა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 მარტს, მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის სფუძველზე, USAID-ს პროექტ „ზრდას“ ფინანსური უზრუნველყოფით, 2 რეგიონის მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციებში პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები ამოქმედდა. საჭირო მედიკამენტებით აღჭურვილ სივრცეებში დღეიდან ვიზიტორებს სპეცპერსონალი მოემსახურება, რომლთაც პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსი უკვე გაიარეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების სპეცტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფაც.
ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს 2 რეგიონის დონეზე ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვას გულისხმობს. შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოდერნიზებითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო პროექტის „ზრდა“ ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და სამოსახლო თემებისთვის ეკონომიკური განვითარების წინაპირობების შექმნას გეგმავს. ამ მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და US AID – ს ერთობლივი აქტივობები უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის, რაბათის ციხის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსისა და ხერთვისის ციხის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები