„ოქროს ძაფის“ ჩვენება და ლანა ღოღობერიძესთან შეხვედრა გაიმართება

25 დეკემბერს, 19:30 საათზე, კინო „ამირანში“ ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის „ოქროს ძაფის“ ჩვენება გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის ნახვასთან ერთად, „ამირანი“ რეჟისორთან შეხვედრასაც უმასპინძლებს.
„ოქროს ძაფის” მთავარი გმირი  80 წელს მიტანებული მწერალი ელენეა. უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახლის, გადმობარგება და ზარი ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებულისგან…
ფილმში მთავარ როლებს ნანა ჯორჯაძე, გურანდა გაბუნია და ზურა ყიფშიძე ასრულებენ. მუსიკა გია ყანჩელმა შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები