„შემოდგომის ლეგენდა -2019″-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2019″ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. პროექტში საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდებოდა, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო, რომლთაგან 10 ფინალისტი წინანდლის მამულებში გაემგზავრა და იმპროვიზაციულ ტურში ახალი ნაშრომები შექმნა.
წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.
მონაწილეები ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდნენ. კონკურსის საპრიზო თანხა სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 700 ლარი და III ადგილი – 500 ლარი.
10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები