ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი ისევ გამოიყენა
ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქის ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში არეულობა მოაწყვეს, ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.
მანამდე სამართალდამცველებმა შეკრებილები გააფრთხილა, რომ ისინი არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობენ.
ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ივნისიდან მიმდინარეობს, რომლის მიზეზი ექსტრადაციის შესახებ კანონპროექტი გახდა. ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.
მასშტაბური აქციების შემდეგ, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ოქტომბრის დასაწყისში კანონპროექტი მთლიანად იქნა გაწვეული. მიუხედავად ამისა, პროტესტები არ შეწყვეტილა.
აქციების დაწყებიდან ჰონგ-კონგში 900-ზე მეტი დემონსტრაცია, მსვლელობა გაიმართა, რომლის დროს 5,8 ათასი ადამიანი იქნა დაკავებული, სხვადასხვა მუხლებით ბრალი 932 ადამიანს წარედგინა.