„ტრამვაი სახელად სურვილი“ – სადოქტორო საკვალიფიკაციო სპექტაკლი დაიდგმება

17, 18 და 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, აუდიტორია №1-ში,  წარმოდგენილი იქნება რევაზ შატაკიშვილის სადოქტორო საკვალიფიკაციო სპექტაკლი „ტრამვაი სახელად სურვილი“ (ტენესი უილიამსი).
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხელმძღვანელია – გოგი მარგველაშვილი; დამდგმელი რეჟისორი –  რევაზ შატაკიშვილი; თარგმანი, სცენოგრაფია, კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება – რევაზ შატაკიშვილი; ქორეოგრაფი – დადუ ამირანაშვილი.
მონაწილეობენ: ნათია ქარუმიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ნათია გორდაძე, გიორგი კაკალაშვილი, ნატალია გალოგრე, ელდარ ფუტკარაძე, გიორგი ლელუაშვილი, იოსებ მგალობლიშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ანა ყარალაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ვასკა ადუაშვილი, ნუცა რიჟამაძე, ოთო რამიშვილი, ნიკა გელაშვილი, გიორგი თუთბერიძე, გუჯა კობერიძე, იოსებ ბაჯო ტლაშაძე.

სპექტაკლი ეძღვნება ლალი კოდალაშვილის ხსოვნას.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და biletebi.ge-ზე: https://biletebi.ge/teatraluri-instituti/tramvai-sakhelad-survili-tram-named-desire

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები