ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 7 ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალხის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ავღანელი სამხედრო დაიღუპა, სამი დაიჭრა.

ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, „ტერორისტებმა ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის გაერთიანებული ძალების სამხედრო ბაზაზე მოახდინეს იერიში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები