ირაკლი აბუსერიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა – ვაზისბანში 15 ერთეული კელრეუტერიის ხე დაირგო

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ისნის მე-8 ოლქის დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან, საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

„გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოქალაქეებს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ. მწვანე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების განვითარება საზოგადოების ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მსგავსი სახის აქტივობები რაიონში ხშირად ტარდება და მოსახლეობის ჩართულობით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის პირველ კვარტალში, 1-ლი, მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 ერთეული კელრეუტერიის ხე დაირგო. როგორც ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, მომდევნო წელს ამავე მისამართზე სკვერი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები