ბათუმის ბულვარში საახალწლო განათებები დამონტაჟდა (ფოტოკოლჟი)

ბათუმის ბულვარში საახალწლო განათებები უკვე დამონტაჟდა. საახალწლო გაფორმებებით მთავარი შესასვლელი, ხე-მცენარეები და ბულვარის შუა ხეივანი განათდა. ბულვარში ასევე დაიდგა დიდი ზომის საშობაო ირმების, დელფინების, ანგელოზებისა და სხვა სახის მანათობელი კონსტრუქციები.
მთავარი საახალწლო ღონისძიებებისთვის სცენა კი საზაფხულო თეატრთან მოეწყო.
განათებების კონსტრუქციებისთვისა და აქსესუარებისთვის ადმინისტრაციამ 353 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები