თბილისში ერთმანეთს საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან

დღეს თბილისში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს მასპინძლობს საქართველო.

„მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისათვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ღონისძიება ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები