არჩილ თალაკვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე თბილისის დიდ სინაგოგაში იმყოფებოდა, სადაც ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორ ერს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.​

“საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს! მშვიდობა ყოფილიყოს ყველა ებრაულ ოჯახში და ებრაელთა მეგობრების ოჯახებში! მშვიდობა ყოფილიყოს საქართველოში და ისრაელში. ხანუქა არის სინათლის, განახლების დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ისე აღვნიშნავთ თბილისის სინაგოგაში. გვეამაყება, რომ ებრაელებსა და ქართველებს შორის საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა საუკეთესო სახით გრძელდება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები