წალენჯიხაში ტყის მასივში ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, ე.წ. ხუმათიას უბანში, ტყის მასივში ფოთლები იწვის. როგორც წალენჯიხის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, ხანძარი დაახლოებით 3 ჰექტარზეა მოდებული და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომელი მუშაობს.
ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” 112-ში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები