ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი.
ფავორიტებად კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ზორან მილანოვიჩი და მიროსლავ შკორო ითვლებიან. წინასაარჩევნო გამოკითხვებში 24,3%-იანი მხარდაჭერით მილანოვიჩი ლიდერობდა, რომელიც ქვეყნის ევროზე გადასვლას და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოებას ეწინააღმდეგება, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და აშშ-თან პარტნიორობის განვითარება სურს.
ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება 3,8 მილიონ ადამიანს აქვს, მათგან 177 ათასი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ხორვატიის პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ, ამ თანამდებობის დაკავება კი მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. თუ პირველ ტურში რომელიმე კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, 14 დღეში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ორი საუკეთესო მაჩვენებლის მფლობელი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.