იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი, მანანა ლელაშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, ქალბატონს დიაბეტი ჰქონდა და შეუძლოდ გახდა. მეგობრებმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მანანა ლელაშვილი კასპიდან იყო და ორი შვილი დარჩა.
სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ახლობლები ემხაურებიან.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.
საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით 2014 – 2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შეადგენს 1748 მოქალაქეს – ამის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
აღნიშნული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში საშუალოდ 437 ადამიანი ჩამოასვენეს.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, აღნიშნულ პერიოდში ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობითაც, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ასეთ სტატისტიკას სამინისტრო არ აწარმოებს.
წყარო: https://www.primetime.ge