ჯასტინ მაკკენზი: ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია
“ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექიმ გაფრინდაშვილს და მის ოჯახს”,-ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზ სმიტმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
„ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა იგი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ“, – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. მისი პირველი ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა და ექიმი პატიმრობაში დატოვეს. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.