თამარა მეარაყიშვილი: ბატონი ვაჟას გათავისუფლების მოლოდინი არ მქონია

ცნობილი ქართველი ტრავმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, დეფაქტო რეჟიმის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას, ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარა მეარაყიშვილი ეხმაურება.

როგორც მეარაყიშვილი აცხადებს , მისთვის დღევანდელი ე. წ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელობას არ წარმოადგენდა , რადგან მან დეფაქტო რეჟიმის მიერ მიღებული, უკანონო გადაწყვეტილების შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა.

“ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ბატონი ვაჟას გათავისუფლების მოლოდინი არ მქონია. გარდა იმისა, რომ კარგად ვიცნობ და საკუთარ თავზე ვიცი, როგორია აქ “პოლიტიკური საქმე,” ასევე პესიმიზმის საფუძველს კონფლიქტების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების უუნარობაც მაძლევდა. ჩვენი ხმა არ ისმის  და სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა. წლებია არ იცვლება ტექსტები მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებისა, რა საკითხიც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია და მედია მუშაობს ჩვენს საკითხებზე, როგორც ყოფით, ასევე მძიმეზე. ხელისუფლების მუშაობა არ იგრძნობა”,- ნათქვამია თამარა მეარაყიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის , სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის, “ედინაია ოსეტიას” მიმართ ცილისწამებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, დააკავეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები