მიხეილ სააკაშვილი: ცოტნე გამსახურდიამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა და ღირსეული ადამიანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სააკაშვილის თქმით, ცოტნე განსახურდია ღირსეული ადამიანია და თავდამსხმელი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

“მიხარია, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთელი გულით ვუსურვებ სწრაფ გამოჯამრთელებას, ისედაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში და ზოგადად, ძალიან ღირსეული ადამიანია. ხოლო მასზე თავდამსხმელი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, მას შემდეგ რაც 90-იანი წლების განუკითხაობის დამბრუნებელი ივანიშვილი მოშორდება ხელისუფლების სადავეებს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები