თამილა ლაფანაშვილი: რაც მოხდა, ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა მისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო.

თამილა ლაფანაშვილი პრემიერთან პირადად შეხვედრასაც ითხოვს.
„ის ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა, მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს. ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გააქტიურებული და ვითხოვ პრემიერთან პირად შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება. ჩემი თხოვნაა, რომ დღეს მოხდეს შეხვედრა”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

​შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები