„თვითმკვლელობა არის ამბოხი ღვთის წინაშე“ – დეკანოზ ლევან ანთაძის მიმართვა საზოგადოებას
დეკანოზი ლევან ანთაძე მოზარდებში სუიციდის ფაქტების გამო საზოგადოებას მიმართავს. დეკანოზმა განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„თვითმკვლელობა ძალიან დიდი ცოდვაა. თვითმკვლელი ადამიანისთვის საეკლესიო განჩინებით წესის აგება არ შეიძლება. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა დადასტურებულია, რომ ადამიანები იყვნენ ფსიქიკური აშლილობით.
თვითმკვლელობა არის დასმული ბეჭედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა. ადამიანი, როდესაც ასეთ მოქმედებას გადაწყვეტს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანმა, ვერ მოძებნა თავის თავში პრობლემების გადაჭრის გზები, ამის იქით ვეღარ გაიხედა, ვერ დაძლია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ყველა პრობლემა, ყველა საჭირ-ბოროტო საკითხი გადაწყდება, რადგან ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ჩვენ გვავიწყდება, რომ ავრთ ღმერთის ქმნილება. თვითმკვლელობა ფაქტობრივად, არის ამბოხი ღვთის წინაშე, ადამიანი ასეთი მოქმედებით ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს.
ჩვენი, ეკლესიის მოწოდებაა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ ცხოვრებისულ საზრისზე, ღმერთი სიყვარულია, ჩვენთვის მოცემული ცხოვრება მარადიულია, ცხოვრება არ წყდება მხოლოდ ამ წუთისოფელში არსებობით. ადამიანი აქვე განსაზღვრავს თავის ხვედრს, ამ ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილება მარადიულად გრძლედება. ადამიანი ირჩევს ან ღმერთთან, ან ღმერთმა დაიფაროს, ღმერთის გარეშე ცხოვრებას, რაც ძალიან ტრაგიკულია.
რა სლოგანსაც დღეს აწერენ სხვადასხვა ადგილებში, ეს სლოგანიც კი შეურაცხმყოფელია, ეს პირდაპირ ბილწსიტყვაობაა, რომლის შესახებაც არავინ საუბრობს.
მოწოდება ჩვენი თანამემამულეების მიმართ ის იქნება, რომ მოდით, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ ამ მარადიულ ღირებულებებზე, ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის. შესალებელია, ზოგისთვის რაღაც დამაბრკოლებელი გარემოებები იყო, მაგრამ ამის განზოგადებაც არ შეიძლება, ჩვენ მზად ვართ ყველასთან სასაუბროდ“, – განაცხადა დეკანოზმა.
თამუნა შეყილაძე