სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიაზე: შედეგი არის საშინელება, მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის შედეგი საშინელია. როგორც მან დაზარალებულის მონახულების შემდეგ განაცხადა, ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და გაკეთდება რისი შესაძლებლობაც იქნება.

„შედეგი არის საშინელება. დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​ცნობისათვის, პრეზიდენტი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

​საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გუშინ დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები