ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა

ბათუმში დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. იგი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მაინც რჩება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, დღეს პაციენტს რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ და  მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბათუმში, ორი დღის წინ ყელის არეში დაჭრეს. თავმდამსხმელი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები