ექიმის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შეიძლება, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ორი ოპერაციის შემდეგ კვლავ მძიმეა.

ქირურგიული განყოფილების უფროსის ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა გახდეს საჭირო.

„პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, მათ შორის თავის არეში. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები