გიორგი ვაშაძე: სამართალდამცავებმა წინასწარ უნდა აღკვეთონ ის, რომ დამნაშავემ დანაშაულის ჩადენა არ გაივლოს თავში(ვიდეო)

სამართალდამცავების ფუნქცია არის წინასწარ აღკვეთოს და ადამიანმა, დამნაშავემ, არ გაივლოს თავში ასეთი ქმედების ჩადენა, – ასე გამოეხმაურა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს.

როგორც მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, საქართველო უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ დანაშაულზე არც კი გაიფიქრებს არავინ.

“რამდენი ხანი უნდა ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში, სადაც ქუჩაში გასვლის უნდა შეეშინდეს ადამიანს. საქართველო უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთ დანაშაულზე არც კი გაიფიქრებს არავინ. აბა, რა არის სამართალდამცავი ორგანოების როლი, მხოლოდ ის, რომ დაედევნოს მკვლელს და დააკავოს? არა, ბატონებო, სამართალდამცავების ფუნქცია არის წინასწარ აღკვეთოს და ადამიანმა, დამნაშავემ, არ გაივლოს თავში ასეთი ქმედების ჩადენა, მითუმეტეს ჯგუფურად თავდასხმა მოხდაო ცოტნე გამსახურდიაზე, როგორც თვითმხილველები ამბობენ,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, წუხელ, ვერაზე დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები