სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლის“ მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში, სკოლის მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

“შემიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კუთხით, რომელიც ეხება არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს. ჯერჯერობით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გაროებები, ასევე, მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია და დამატებით შედეგებს საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ, როდესაც გვექნება აღნიშნული შედეგები.

სკოლაში დაგვხვდებიან, ბუნებრივია, სკოლის წარმომადგენლები და მათთან ერთად სამსახური შეისწავლის პერსონალურ მომაცემთა დამუშავების კანონიერებას. მათ შორის შეიძლება იყოს სკოლის ტერიტორიაზე ვიდეო თვალთვალის კანონიერებაც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ადგენს კონკრეტულ წესებს და პირობებს, რა შემთხვევაში არის დასაშვები ვიდეო თვალთვალი და სწორედ კანონმდებლობით დადგენილ ამ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, – განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები