დავით ქაცარავას გორის რაიონულ პოლიციაში ბრალი წარუდგინეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” ლიდერს, დავით ქაცარავას დღეს გორის რაიონულ პოლიციაში ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება 2019 წლის 20 აგვისტოში საოკუპაციო ზოლთან მომხდარ ინციდენტს. როგორც ქაცარავა განმარტავს, მას საოკუპაციო ზოლთან დახვდა 4 უცნობი პირი, რა დროსაც  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საქმე სისხლის სამართლის 126 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა.
,,20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე. მას შემდეგ გავიდა 5 თვე.
გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებაზე იგივე ამოცნობაზე.
რა თქმა უნდა, დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი. მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას”,- განაცხადა დავით ქაცარავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები