ახმეტაში 84 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლამდე ერესტო ღულელაური საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თანასოფლელების განცხადებით, მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ყავდა, რომელიც რადენიმე დღის წინ გაყიდა, რომ მესაქონლეობისთვის თავი დაენებებინა და მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში დაბრუნებულიყო.
მას შემდეგ, რაც მამაკაცი რამდენიმე დღე აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს. სამართალდამცველი ღულელაური საკუთარ სახლში დაღუპული იპოვეს. ადგილობრივები ვარაუდობენ რომ მამაკაცი მოკლულია და მკვლელობის მთავარ მიზეზად, ყაჩაღობას ასახელებენ.
როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირაში” განუცხადეს, უწყება ამ ეტაპზე მკვლელობის ვერსიას არ ადასტურებს. გამოძიება სსსკ-ის, 115 – ე მუხლით მიმდინარეობს.