RMG-მ 17 დეკემბერი სამთოელის დღე​დ გამოაცხადა

RMG-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანიაში 17 დეკემბერი სამთოელის დღედ გამოცხადდა.
პროფესიული დღის აღსანიშნავად, RMG-ის კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც 2019 წლის საუკეთესო სამთოელები დაჯილდოვდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. RMG-ის თანამშრომლებს სამთოელის დღე საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, რომელიც არის სამთოელების მფარველი, პროფესიულ დღედ დავაწესეთ და დასვენებად გამოვაცხადეთ. ის თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზღაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ. მინდა მივულოცო თითოეულ თანამშრომელს სამთოელის დღე, მადლობა გადავუხადო მათ ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. დღეს ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად 17 დეკემბერს RMG-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართავთ და საუკეთესო სამთოელებს გამოვავლენთ. ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სტიმული ყველა თანამშრომლისთვის“, – განაცხადა RMG-ის აღმასრულებელმა, დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები